ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ - ოლია მეორე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ, - ასე მიულოცა ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღე.

„საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ“, - აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს საპატრიარქო დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ლოცვითა და გალობით, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მსვლელობებს აწყობენ.