პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლამარა ჭყონია კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო.

ლამარა ჭყონია, მისი განსაკუთრებით ინდივიდუალური და სახასიათო შესრულების წყალობით, კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში. თანავუგრძნობ ლამარა ჭყონიას ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს პრემიერი.