ვარკეთილი 3-ში, სადგერისა და ჩხენკელის ქუჩებზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვარკეთილი 3-ში,  სადგერისა და ჩხენკელის  ქუჩებზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 3 500 კვ. მ ფართობის რეაბილიტაცია , რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  250 000 ლარია გამოყოფილი.

სადგერის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ 250 გრძივი მეტრის წყალარინების ქსელი მოაწყო.

სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.