ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის შესაბამისობაში, ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით - კახა კალაძე „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გარე ვაჭრობა კანონმდებლობით აკრძალულია. მესმის ყველა იქ მომუშავე ადამიანის მდგომარეობა, მაგრამ კონკრეტული ქუჩების, ტროტუარების მოწესრიგება ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„უამრავი შეტყობინება შემოდის, რომ ტროტუარებზე ფეხით გავლა შეუძლებელია. პირდაპირ ტროტუარებზე მიმდინარეობს საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის, ყველაფრის ერთად გაყიდვა. მესმის, შევდივარ ამ ადამიანების მდგომარეობაში და ზუსტად ამიტომ მივეცი დავალება სამგორის რაიონის გამგებელს, რომ „ვარკეთილის“ რაიონის ბაზრობის მესაკუთრეებთან რომ ამ ადამიანებს, ვინც დღეს ტროტუარზე დგას და ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მივცეთ საშუალება, გარკვეული შეღავათი რომ ბაზრობის ტერიტორიაზე შევიყვანოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის შესაბამისობაში, ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.