სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი დააკისრა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო დააკისრა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე ეკრძალება. ბაჩიაშვილს კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.

მანამდე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ მას უთვალთვალებენ. ბაჩიაშვილის თქმით, მას სამი კვირაა, რაც მანქანებით უთვალთვალებენ.

ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.