სამგორის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონის გამგეობაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა რაიონის ცალკეულ უბნებში მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და პრობლემატური საკითხების გადაჭრის მიზნით, საკუთარი ინიციატივები და წინადადებები წარადგინეს.
 
საუბარი შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ლიფტების რეაბილიტაციასა და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას.
 
მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდნენ რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებიც, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურად ჩართვის მზაობა გამოთქვეს და ამ მიზნით, სხდომის მონაწილეებს საკუთარი ინიციატივები გააცნეს.