ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანს, რომელმაც სავარაუდოდ თავის ძაღლს მიუსაფარი ცხოველი დააგლეჯინა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წაუყენა არასრულწლოვანს ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

უწყებაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ბრალდებულმა თავისივე პიტბულის ჯიშის ძაღლს დააგლეჯინა მეტისის ჯიშის ძაღლი.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეო ცხოველთა დამცველმა აქტივისტმა 8 მარტს გაავრცელა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში - სოფელ დოლოგანში გვიან ღამით ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა.

"IPN-ის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეეჯახა. თავდაპირველად იგი ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.