საგანმანათლებლო კვირეული „პროექტის შედგენა და მართვა“ დასრულდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო კვირეული „პროექტის შედგენა და მართვა“ დასრულდა.
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარეობდა, მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას, ესენია:
✅ პროექტის ორგანიზება;
✅ ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება;
✅ მოტივაციის ამაღლება;
✅ ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა.
ტრენინგების პარალელურად, ბანაკის მონაწილეებმა იმუშავეს ერთ კონკრეტულ საპროექტო იდეაზე, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით დაიგეგმა.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძეს, ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს მეგი როსტიაშვილს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს წარმომადგენელს ნინო ცანდიშვილს.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოზარდებისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს.
საგანმანათლებლო კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.