ცისკარიშვილისა და იდუმალას ქუჩებზე ასფალტის საფარი ეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ქვემო სამგორში, ცისკარიშვილის ქუჩაზე, №2 და №4 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 605 კვ. მ-ის ფართობზე ეწყობა, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 82 108 ლარია გამოყოფილი.
გზის მოასფალტების სამუშაოები, ასევე, ხორციელდება იდუმალას ქუჩის №1, №3 და №5 კორპუსების მიმდებარედ, სადაც, ჯამში, ასფალტის საფარი 1 025 კვ. მეტრის ფართობზე დაიგება. პროექტის ჯამური თანხა 60 676 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს, მერის მოადგილე კახა გულედანი, გამგებელთან კახა სამხარაძესთან და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.