მოდის ბრენდმა ჭურჭელიც გამოუშვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა Louis Vuitton-მა ფაიფურისა და შუშის ჭურჭლის პირველი კოლექცია შექმნა. ელეგანტური ჭურჭელი - Monogram Flower Tile კლასიკურ თეთრ-ცისფერ ფერებშია წარმოდგენილი, აკვარელის ეფექტებით და ლიმოჟის ფაიფურისგან არის დამზადებული. კოლექციიის ყველა ნივთი ფუნქციონალური და კრეატიულია, რომლებიც შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. ორიგინალური კაშკაშა ჭიქებისა და გრაფინების სერია კი, რომელსაც სპირალის ფორმა აქვს, მურანოს შუშისგანაა დამზადებული. შუშის ჭურჭელი - Twist Glass, რამდენიმე ფერის გამოყენებით შეიქმნა: კრისტალურად გამჭვირვალე ცისფერი საფირონი, ქარვისფერი, ზურმუხტისფერი და ვენეციური ლალისფერი. ბრენდის ჭურჭლის კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია საფრანგეთის რადენიმე მაღაზიაში.