კლინიკაში სამუშაოდ ასტროლოგი აიყვანეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტები თერაპიას მხოლოდ ექიმებთან არ გადიან. პიროვანოს ჰოსპიტალმა ოფიციალურად მიიღო სამსახურში სპეციალისტი, რომელიც კვირაში ერთხელ ატარებს სემინარებს ასტროლოგიაში. კლაუდია რიკოს „ვარსკვლავური“ თერაპია სტანდარტული მკურნალობის დამატებაა, მაგალითად, დეპრესიული აშლილობისას. ამგვარი „მკურნალობისას“, ასტროლოგი ადგენს ავადმყოფების ვარსკვლავურ რუკას და მათი ჰოროსკოპის მიხედვით, ჰყვება პაციენტის წარსულს და პროგნოზირებს მომავალს.