ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი მოჰყავთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კუნძულ ნუარმუტიეზე, რომელიც საფრანგეთის ატლანტის სანაპიროსთან მდებარეობს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი მოჰყავთ. ეს ბოსტნეული - Le Bonnotte საფრანგეთში დელიკატესად ითვლება. ესაა იშვიათი ჯიში, რომელსაც სახელი ადგილობრივი ფერმერის, ბენუა ბონოტას პატივსაცემად დაერქვა. კარტოფილი ტრადიციული მეთოდით მოჰყავთ - ხელით თესავენ და ხელითვე იოღებენ მოსავალსაც. მისი მაღალი ღირებულება მცირე რაოდენობით, მოსავლის აღების ხანმოკლე პერიოდით, უნიკალური გემოთი და მასზე დიდი მოთხოვნით არის განპირობებული. Le Bonnotte-ს ერთი კილოგრამის ფასი 500-დან 100 ევრომდეა, რაც მოსავლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი, ჩვეულებრივ, გოლფის ბურთზე დიდი ზომის არაა და თხელი კანი აქვს. კარტოფილს, ძირითადად, ხარშავენ და მხოლოდ კარაქითა და ზღვის მარილით კმაზავენ.