ერთი ნახვით არ უყვარდებათ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნოთინჰემის უნივერსიტეტის მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს. ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია, რომლის საფუძველზეც ადამიანებმა რომანტიული ზღაპარი მოიგონეს. ბრიტანელი სწავლულები მიიჩნევენ, რომ მეხსიერების მიერ, გამუდმებით ხდება წარსულში მომხდარი ფაქტების გადაფასება. ყოველი ახალი შეფასება ეფუძნება საგნებისადმი უფრო ჭკვიანურ და გამოცდილ ხედვას, რაც თავის მხრივ, ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ხდება. მკვლევარები ამბობენ, რომ თუკი ადამიანი პარტნიორთან პირველ შეხვედრას ერთი ნახვით შეყვარებად აფასებს, ეს მხოლოდ ეიფორიის შედეგად უნდა მივიჩნიოთ. სინამდვილეში, ადამიანი თავის ამჟამინდელ ურთიერთობას წარსულთან მიმართებაში განიხილავს და მას ეჩვენება, რომ გრძნობები გაცნობისთანავე გაჩნდა.