ცომეული მუდმივ დაღლილობას იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტების განცხადებით, პურისა და ცომეულის გადაჭარბებული მოხმარება ადამიანში დაღლილობასა და რეაქციების შენელებას იწვევს. მიზეზი ფქვილის ნაწარმის შემადგენლობაშია. ცნობილი ამერიკელი კარდიოლოგის, უილიამ დევისის თქმით, დღეს პურპროდუქტები ადამიანის რაციონის 30-35%-ს შეადგენს, რაც არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ თანამედროვე ადამიანები ხორბლისგან დამზადებულ ბევრ პროდუქტს მოიხმარენ, მაგრამ მარცვლეულის დღევანდელი სახეობები გენმოდიფიცირებულ ცილა გლიადინს შეიცავს, რომელიც დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. თეთრი პურის გადაჭარბებული მოხმარება ორგანიზმში უჯრედისის დეფიციტს იწვევს, ეს კი ტვინის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა ამისა, ცილა გლიადინის მოქმედება ოპიატების ეფექტს ჰგავს. ეს პროტეინი, რომელსაც პურფუნთუშეულთან ერთად ვიღებთ, ტვინის რეცეპტორებს აატქიურებს, რომელიც მადასა და საკვებიდან სიამოვნების მიღებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ადამიანი უფრო მეტი კალორიის მიღებას იწყებს, რაც წონაში მატებასა და სიმსუქნეს იწვევს.