კაფე მიწისძვრის „მოყვარულებისთვის“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის ქალაქ ლორეტ-დე-მარში ფუნქციონირებს კაფე, რომელსაც „კატასტროფა“ ჰქვია. აქ ყოველდღიურად, დაახლოებით, 7.8 ბალიანი მიწისძვრა ლამის ყოველ წამს ხდება. რასაკვირველია, ეს ბუნებრივი სტიქია არ არის, სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც კაფის იატაკქვეშაა განთავსებული, შენობა საკმაოდ ძლიერად ზანზარებს. საერთოდ, ადამიანებს მიწისძვრების ძალიან ეშინიათ, აქ კი ფულს იმაში ხარჯავენ, რომ სადილობისას, მოულოდნელად, მისი სიმულაციით „დატკბნენ“. კაფის კლიენტებს არასდროს აფრთხილებენ, რა დროს შეიძლება „მოხდეს“ მიწისძვრა. გარედან „კატასტროფა“ სხვა შენობებისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა საკმარისია, შიგნით აღმოჩნდეთ, რომ მაშინვე იგრძნობთ „საფრთხეს“. ინტერიერი კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ, სადაც სპეციალური ლიფტის მეშვეობით, „დედამიწის სიღრმეებში“ - ოთახში შეხვალთ, რომელიც მღვიმესავითაა. ადმინისტრაცია მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ მაგიდიდან არ ადგეთ, რადგან ბიძგები ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი. მიწისძვრის დაწყებისას, ოთახში შუქი ქრება და გარშემო მხოლოდ ყვირილი და ნივთების რყევისგან გამოწვეული გამაყრუებელი გრუხუნი ისმის. „მისიწძვრისას“, კაფეში ხშირია ინციდენტები და სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები.