რუსმა სამხედროებმა ქალაქ კუპიანსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაზე დარტყმა განახორციელეს

როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ათი ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ნანგრევებში ორი პირია მოყოლილი.

სინეგუბოვის ცნობით, რუსეთის ძალებმა კუპიანსკის ცენტრზე იერიში „ეს-300“ რაკეტით მიიტანეს.

„ქალაქ ხარკოვზე და ოლქის დასახლებულ პუნქტებზე ახალი სარაკეტო დარტყმების ალბათობა საკმაოდ მაღალი რჩება. არ უგულვებელყოთ განგაშის სიგნალები და დარჩით თავშესაფრებში“, – მიმართა სინეგუბოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დაღუპული მუზეუმის თანამშრომელი ქალია.