ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით გენერალი პეტრ პაველი ლიდერობს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩეხეთში 27-28 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, დამოუკიდებელი კანდიდატი, ქვეყნის გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ლიდერობს.

ჩეხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 53,52%-ის დათვლის შედეგად პეტრ პაველს ხმა მისცა 55,18%-მა, ხოლო მის მეტოქეს, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია "ანოს" ლიდერს, მილიარდერ ანდრეი ბაბიშს - 44,81%-მა.

 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69,45%-მა მიიღო.

მეორე ტურში გამარჯვებისათვის კანდიდატს 50%-ზე ერთით მეტი ხმაც კი ჰყოფნის. დღის ბოლოს უკვე ცნობილი გახდება ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტის ვინაობა.

14 იანვარს ჩეხეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და ამჟამად პენსიაზე გასულმა ნატოს გენერალმა, პეტრ პაველმა.

პაველს ერგო ხმების 36,02%, ბაბიშს - 34,38%.