"ირანის სამხედრო ქარხანას დრონით შეუტიეს" - მედია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირანის ქალაქ ისპაჰანში, სამხედრო ქარხანაში ხმამაღალი აფეთქება გამოიწვია დრონის „წარუმატებელმა“ შეტევამ, იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.

„ერთი [დრონი] საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში მოხვდნენ და აფეთქდნენ. საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახელოსნოს სახურავის მცირე დაზიანების გარდა“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

მანამდე ადგილობრივი სააგენტოები წერდნენ ძლიერი აფეთქების შესახებ.
ივლისში ირანმა განაცხადა, რომ დააკავა ისრაელში მომუშავე ქურთი ბოევიკებისგან შემდგარი დივერსიული ჯგუფი, რომელიც აპირებდა ისპაჰანში „სენსიტიური“ თავდაცვის პუნქტის აფეთქებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის სამხედრო, ბირთვული და სამრეწველო ობიექტების გარშემო არაერთი აფეთქება და ხანძარი მოხდა.

2021 წელს ირანმა დაადანაშაულა ისრაელი მისი საკვანძო ობიექტის საბოტაჟში და პირობა დადო, რომ შურს იძიებდა.

ისრაელი დიდი ხანია იმუქრება ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით, თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ვერ გადაარჩენს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას.