ვაკანსია ძილისგუდებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ნიუ-იორკში არსებული კომპანია Casper-ი, რომელიც მატრასების წარმოებითაა დაკავებული, ვაკანსიას აცხადებს. ის მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს „პროფესიონალ ძილისგუდებს“. მსურველებმა კომპანიის წარმოებულ პროდუქციაზე უნდა დაიძინონ და ძილის ხარისხსა და მიღებულ შთაბეჭდილებებზე სოციალური ქსელის მომხმარებლებს უნდა მოუთხრონ. ვაკანტური ადგილის დაკავება ნებისმიერ ზრდასრულ მსურველს შეუძლია, რომელიც შესაბამის აპლიკაციას შეავსებს და კომპანიას თვის ბოლომდე გაუგზავნის. Casper-ი მატრასების საკმაოდ პოპულარული კომპანიაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა.