ბრიტანელებს წყლის ეკონომიას სთხოვენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, შხაპის მიღების დრო ერთი წუთით შეამცირონ, რათა წყლის დეფიციტს თავი აარიდონ. როგორც „სანდი თაიმსი“ წერს, ხელისუფლების გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ყოველმა მცხოვრებმა, 2050 წლისთვის, წყლის მოხმარება დღეში 145 ლიტრიდან 110 ლიტრამდე უნდა შეამციროს. 30 ლიტრის ეკონომია 6-ჯერ ჩარეცხვაა უნიტაზში. როგორც გამოცემა წერს, წყლის გამოყენებაზე შეზღუდვა ბრიტანეთში, რეკორდული სიცხის გამო, შესაძლოა, 20 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხოს. ივლისში, ჰითროუს აეროპორტის სიახლოვეს, 40 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. შედეგად, მდინარე ტემზა თითქმის დაშრა და მისმა სათავემ ადგილი იცვალა.