ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში შედგა პირველი დებატები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის

ტელეკოპანია CNN-ის მიერ ორგანიებულ დებატებში კანდიდატებს შესთვაზეს პასუხების გაეცათ ამერიკელებისთვის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე: მაღალი ინფლაცია, აბორტის უფლება, უკანონო მიგრაცია, უკრაინისადმი დახმარება, ოჯახისა და ბავშვების მხარდაჭერა, აფროამერიკელების პრობლემები, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, არჩევნების შედეგების პატივისმევა და სხვა.

ორივე კანდიდატმა აარიდა თავი ბევრ კითხვას და საათნახევრიანი დებატების განმავლობაში წინასწარ მომზადებულ თეზისებს მისდევდნენ.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებდა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა რეცესიის შედეგებს, რომელიც COVID პანდემიით იყო გამოწვეული, რომ მისი ადმინისტარციის პოლიტიკის დამსახურებით მცირდება ინფლაცია, შეამცირდა წამლებზე ფასები ხანდაზმული ამერიკელებისთვის.

ბაიდენმა განაცხადა, რომ გადასახადებს გაუზრიდს მაღალშემოსავლიან ამერიკელებს სოციალური პროგრამების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.

ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე ეკონომიკური ზრდა მისი პრეზიდნეტობის დროს გადასახადების შემციტებითა და ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირების პოლიტიკის შედეგია.

მან ბაიდენი დაადანაშაულა არალეგალური მიგრაციის წახალისებაში, რაც მისი თქმით, კიდე უფრო აზიანებს ხელმოკლე ამერიკელების მდგომაროებას.

დებატების დაძაბული ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდებოდა. დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გამეორა თავისი თეზისი, რომ რუსეთი უკრაინაში ვერ შეიჭრებოდა, თვითონ რომ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ავღანეთიდან ამერიკული არმიის „სამარცვინო“გასვლამ მისცა პუტინს უკრაინაში ომის დაწყების გამბედაობა. ტრამპის თქმით, ბაიდენის პოლიტიკას ვითარება მესამე მსოფლიო ომამდე მიჰყავს.

ბაიდენმა კი თქვა, რომ ტრაპის მოქმედებები, ის რომ მას არ სურს უკრანისადმი დახმარება, შესაძლოა პუტინს უბიძგებდეს თავს დაესხას ნატოს წევრ რომელიმე სახელმიფოს რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

დებატების წამყანის შეკითხვის პასუხად ტამპმა თქვა, რომ ის პუტინის მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი დარეგულირების გეგმას არ ეთანხმება და რუსეთის პრეზიდენტს დამნაშავე უწოდა. თუმცა, დაამატა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეძლებს უკრაინაში ომის შეწყვეტას, მანამდე სანამ ოფიციალურად შეუდგება საპრეზიდენტო უფებამოსილების შესრულებას.

აშშ-ში საპრეოდენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.