რუსეთში 15 წლის მოზარდს, უკრაინაში ომის გაპროტესტებისთვის, 5 წელი მიუსაჯეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთში 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 15 წლის მოზარდს, რომელმაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში ომის შესახებ საწინააღმდეგო მოსაზრება გამოხატა.

არსენ ტურბინი, "დანაშაულის" ჩადენის შემდეგ, როცა ის მხოლოდ 14 წლის იყო, გასამართლების შემდეგ "რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა ტერორისტად"დასახელდა.

ცნობილია, რომ ახლა მას, ორიოლის სამხედრო სასამართლოში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსკოვში ზრდასრულთა დაკავების ცენტრში მოათავსებენ.

მისი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ არსენი, პოლიტპატიმარია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.