პაციენტი მეორე ტიპის დიაბეტისგან განკურნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელმა მედიკოსებმა პირველად, უჯრედული თერაპიის წყალობით, მოახერხეს და პაციენტი მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტისგან განკურნეს. 59 წლის მამაკაცი თითქმის 25 წლის განმავლობაში იყო ავად, თუმცა ბოლოს დაავადება მეტად გაურთულდა. მას პანკრეასის გარკვეული ნაწილები გაეთიშა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისხლში გლუკოზის რეგულირებისას.

კაცის სიცოცხლე კი ინსულინის ყოველდღიურ ინექციებზე იყო დამოკიდებული. 2021 წლის ზაფხულში, მას უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა და ამის შემდეგ, ორგანიზმმა დამოუკიდებლად დაიწყო ინსულიონის გამომუშავება. ერთი წლის შემდეგ, პაციენტმა აბების მიღებაც შეწყვიტა, რომელსაც სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად სვამდა.