ხელსახოცი, რომელმაც მესის კარიერა განსაზღვრა, აუქციონზე იყიდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუქციონზე იყიდება ხელსახოცი, რომელზეც დატანილია ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თანხმობა 13 წლის ლეო მესისადმი, კლუბში მიღებასთან დაკავშირებით. ხელსახოცის ღირებულება, რომლითაც არგენტინელი სუპერვარსკვლავის კარიერა დაიწყო, თავდაპირველი შეფასებებით $300 ათასს აღწევს.

ხელსახოცს ხელი 2000 წლის დეკემბერში მოეწერა, როდესაც კარლეს რეშაქი „ბარსელონას“ იმდროინდელი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო აგენტი ჰორაციო გახიოლი, კლუბში 13 წლის არგენტინელის მიღებაზე შეთანხმდნენ.

აუქციონის სახლ Bonhams-ის აღწერით, ხელმოწერა ხელსახოცზე ლურჯი მელნითაა შესრულებული. გაყიდვის დაწყებიდან მალევე, აუქციონის სახლის ვებგვერდზე, ხელსახოცის შეფასებამ $274,824-ს მიაღწია. ონლაინაუქციონი 17 მაისს დაიხურება, ლოტის ღირებულება კი, სავარაუდოდ, 300,000-დან 500,000 გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.