უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ინფორმაციით, ჰაკერული ჯგუფის UA25-ის წევრებმა რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყანეს.

სტრატკომის ცნობით, ჰაკერებმა 100 კრიტიკულად მნიშვნელოვან რუსულ ვებგვერდზე შეღწევა შეძლებს და ათობით ტერაბაიტის მოცულობის საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვეს. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა.

უკრაინული მხარის თქმით, რუსეთს სერვერებისა და ინფორმაციის აღდგენისთვის დიდი დრო და რესურსი დასჭირდება.