სამგორის გამგეობა ნაკადულის ქ.-დან გოგუაძის ქ.-მდე გზას აწყობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონში, ნაკადულის III გასასვლელის N11-დან ვალოდია გოგუაძის ქუჩამდე გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 2000 კვ. მ. ფართობი კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 193 927 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.