დღეიდან, შაქრის იმპორტიორ კომპანიებს, ქვეყანაში შაქრის შემოტანისას, საიმპორტო ბაჟის გადახდა მოუწევთ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო, თუმცა მიზეზი - რატომ ამოქმედდა საიმპორტო გადასახადი უცნობია.
რატომ მიიღო მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება? - ამ კითხვით BMG-მ მთავრობის ადმინისტრაციას და ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს დადგენილების გამოქვეყნებისთანავე მიმართა. საბოლოოდ, ყველამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადაგვამისამართა, საიდანაც არც ზეპირი და არც წერილობითი განმარტებები დღემდე არ გაუკეთებია. გადაწყვეტილება კი ძალაში დღეიდან შევიდა და მას დროებითი ხასიათი აქვს. იმპორტის გადასახადი 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება ძალაში.
კერძოდ კი მთავრობის დადგენილებით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას (სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის შემთხვევებში) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.
გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევები.
ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზეც, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
დღეიდან შაქრის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი