მაღალი ეკონომიკური ზრდა და ახალი აეროპორტი - რა საკითხებზე ისაუბრა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-ივლისში ეკონომიკური ზრდა არის 7.2%.

„ჩვენ მთავრობის დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან რამდენიმე მინდა გამოვყო და ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას. მანამდე ერთგვარი მიმოხილვა მინდა გავაკეთო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის.
მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მიღწევა, მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელს განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები“, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელს განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები.

„ძალიან მაღალი აქტივობა არის, ზოგადად, ბიზნეს სექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მლრდ ლარი და ორ კვარტალში ჯამურად 92 მლრდ ლარს გადაცდა მთელი ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ჩანს, ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ჩვენ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.
 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტის პროექტირება უკვე იწყება და 18 თვეში დასრულებული იქნება როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„ტურიზმი აქტიურად ვითარდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლები. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა ისაუბრა აღნიშნულო სფეროში გასულ 10 წელთან შედარებით გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა და დღეს არის 2500, ასევე ვენახების ფართობები 10 წლის წინ მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს, ხოლო 10 წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ დს განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით. ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში. დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არც ერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს. ეს მინდოდა, მკაფიოდ მეთქვა.

ასევე რამდენიმე კონკრეტული შედეგი მინდა შევახსენო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს კრიტიკოსებს მინდა შევახსენო, თუ სად ვიყავით 10 წლის წინ, რა ხდებოდა ამ სექტორში, რა მდგომარეობა იყო. მაშინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა. დღეს არის 2500 მეგობრებო. ასევე გეტყვით, რომ ვენახების ფართობები მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს დაახლოებით. ბოლო 10 წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა. ჯამურად ქვეყანაში 50 000 ჰექტარი ვენახის ფართობია გაშენებული.

შარშან 270 მილიონი ლარი მიიღო კახეთმა შემოსავლის სახით, მხოლოდ მევენახეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ სფეროში. შედარებისთვის, თუ ამას ავიღებთ, რა ხდებოდა 2012 წელს - მაშინ შემოსავალი იყო 35-40 მილიონი ლარი, მაქსიმუმ. ჯამში, 10 წელიწადში, 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლები კახეთის მევენახეებმა და ფერმერებმა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ თუ ამას შევადარებთ, ჩვენმა მევენახეებმა მიიღეს 2 მილიარდი კახეთში და მანამდე, წინა ხელისუფლების დროს შეიძლება ჯამურად 200 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილიყო 10 წელიწადში მათი მმართველობის დროს შემოსავალი. რაც რა თქმა უნდა, ჩანს, რომ 10-ჯერ მეტი სხვაობა არის ჩვენ დროს და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკა, დახმარებები, სუბსიდია. უამრავი პროგრამა, რომელიც მუშაობს დრემდე.

ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მინდა მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, აუცილებე4ლია აგრო დაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან გვქონდა თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ჩვენ ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი.

ასევე ერთ მონაცემს მოგახსენებთ - შარშან რეკორდული რაოდენობის, - 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავლები შემოდის ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მეტი8 განვითარების, მეტი გამდიდრების და ა.შ. ასევე შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, 10 წლის წინ დაახლოებით 20-30 მილიონი ლიტრი იყიდებოდა. ეს არის რეალობა, ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი მევენახეებისთვის, რომ სანერვიულო არაფერი არ აქვთ, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს, ასე, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტში მალე იქნება მილიონი მგზავრი, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება.

„ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ- მინისტრის თქმით, ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი და თელავის აეროპორტი დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვის.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, ეს არის თელავის აეროპორტი. თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას თელავის აეროპორტი. ჩვენ პროექტირება- მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში, დაახლოებით. ძალიან მალე დასრულდება. გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, 25-30 მილიონი ლარი დაჯდება ეს პროექტი. ეხლა მთავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ- დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტიის, ამბროლაურის მიმართულებით, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით მთავრობას გამოყოფილი აქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას და ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი. თელავში აეროპორტი კიდევ უფრო დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, კიდევ უფრო კომფორტული გახდება და უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ისეთი მსხვილი პროექტების დაწყება, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ახალი აეროპორტის პროექტირება და ჰესების მშენებლობა.

„იმის გამო, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაც, მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას. ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს მივმართავთ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ-2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი. მსხვილი პროექტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა, რომ დავიწყოთ. დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა გვინდა, რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ როგორიც არის ხუდონი, ასევე ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში, მემორანდუმი გაფორმებულია, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 ში განახლდება სამუშაოები ადგილზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი გეგმა, მეგობრებო. ამას სჭირდება შენარჩუნება მშვიდობის, სტაბილურობის, რასაც მოაქვს მეტი კეთილდღეობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  

პრემიერის თქმით, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გავაკეთო კომენტარი ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ მან სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს საქართველოს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს და განახორციელოს. მე დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა ჩემი და მთავრობის არგუმენტაცია კიდევ ერთხელ მოვიყვანო. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, მე ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას. ასევე მან თქვა ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუს. ამას რომ მოისმენს ადამიანი, არა მხოლოდ მთავრობის მეთაური, პარლამენტის წევრები და მინისტრები, ასევე მმართველი გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, გარდა იმისა, რომ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, მეტსაც ვიტყოდი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის რაღაც უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, მთავარი კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული.

აქვე მინდა მივმართო საზოგადოებას და შევახსენო, თუ გახსენდებათ რომელიმეს, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმეს კრიტიკა, ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივად ასახსნელი, ეს არის ფარისევლობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება. ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ის, რომ ჩვენი სწორი გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ დიახაც, მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა, ვასრულებთ და შევასრულეთ 12-0ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ჩვენ რამდენიმე დრეში ველოდებით ბატონ ბორელის, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩვენ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით, 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ საათში გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისია, სადაც განვიხილავთ და მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი. ადე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგადად, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული.

„სიღარიბის დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე - 5.5 მლრდ დოლარი არის ქვეყნის ეროვნული რეზერვები. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი და რა თქმა უნდა. ამ ტემპებს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება.

ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს, როგორც მოგახსენეთ, 0.9% არის ინფლაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს ქვემოთ ნარჩუნდება ინფლაციის დონე. ფასები, როგორიც არის, მაგალითად საწვავი, მედიკამენტები, სურსათის ფართოდ მოხმარებადი პროდუქტები, არის ამ პროდუქტებზე დაკლებული ფასები, რეგულარულად შევამოწმებთ. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, მასაც მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს ზოგადად მარჟების დაწესება ძირითად მოხმარებად პროდუქტებზე.
ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ, კოორდინირებულ მოქმედებას ეროვნულ ბანკთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.