საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გზავნილების 44.61 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 53.39 პროცენტი კი დანარჩენ ქვეყნებზე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, სიაში აღარ არის უკრაინა, რომელიც ესპანეთმა ჩაანაცვლა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
იტალია – 36.5 მილიონი დოლარი;
რუსეთის ფედერაცია – 27 მილიონი დოლარი;
აშშ – 25.64 მილიონი დოლარი;
საბერძნეთი – 18.95 მილიონი დოლარი;
ისრაელი – 16.97 მილიონი დოლარი;
გერმანია – 11.31 მილიონი დოლარი;
თურქეთი – 8.38 მილიონი დოლარი;
ყაზახეთი – 7.55 მილიონი დოლარი;
აზერბაიჯანი – 4.76 მილიონი დოლარი.
ესპანეთი – 4.69 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით ნაკლებია.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა. ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია; მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

წყარო: https://jam-news.net