მიმდინარე წელს სახელმწიფოსგან 6801 სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022 წლის 1 იანვრიდან 13 აპრილის ჩათვლით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 6801 სამედიცინო შემთხვევა. დაფინანსების მოცულობამ 15 971 811.85 ლარი შეადგინა. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). - გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთო კომისია. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს, როგორც გადაუდებელ, ისე გეგმურ სამედიცინო შემთხვევებს, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებს, ქირურგიულ ოპერაციებს, მედიკამენტებსა და დიაგნოსტიკურ კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს. პროგრამის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://www.moh.gov.ge/ka/759/