მთავრობის განკარგულებით, იმერეთს სტიქიის სარეზერვო ფონდიდან 7 780 000 ლარი გამოეყო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სარეზერვო ფონდიდან იმერეთს 7 780 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით ზარალი ანაზღაურდება.

იმერეთის თერთმეტ მუნიციპალიტეტში 6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების გადახურვა.

უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა იმერეთში, როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანა.