"ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა" - დერეკ შოლე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერში წერს.

 

როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაუდასტურა აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

 

“დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

 

მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.