პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

ბრძანების გამოცემიდან, ყველა მინისტრი ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.