ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ USAID-ის პროექტების განხორციელება აკრძალა.
მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა USAID-ის რეგიონულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს.
სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება. ასევე აიკრძალა მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია აფხაზეთის საშინაო და საგარეო საკითხების გაშუქება.
სეპარატისტული რეჟიმის ინფორმაციით, აშშ-ის განვითარების სააგენტომ წარადგინა რვა მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი.
„ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნის მცდელობები ონლაინ და პირდაპირი დასწრების ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ლტოლვილებს შორის“, – აღნიშნულია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ USAID-ის პროექტების განხორციელება აკრძალა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი