რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა შეხვედრაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა.

 

“სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა.

განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა”,- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.