"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერთა ოლაფ შოლცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან, სადაც განვიხილეთ თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საუბრისას მადლობა გადავუხადე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი გერმანიის მიერ გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი გამოთქმული მზაობისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.