მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ნატო-ში გაწევრიანებას - რუმინეთის სენატის წევრი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს არა მარტო ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ნატო-ში გაწევრიანებასაც, ამ ქვეყნისა და ხალხისთვის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვასილე დინკუმ საქართველოს პირველ არხს მადრიდში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

„მე, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, კარგად ვიცნობ საქართველოს და ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს თავდაცვის მინისტრთან, ასევე სხვა პოლიტიკოსებთან. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს არა მარტო ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ნატო-ში გაწევრიანებასაც. ამ ქვეყნისა და ხალხისთვის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველომ ბოლო პერიოდში პროგრესს მიაღწია, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. საქართველო ევროპული კულტურის მქონე ქვეყანაა და ჩვენ, რუმინელი პოლიტიკოსები, იქნებიან პარლამენტში თუ მთავრობაში, ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროპულ ინტეგრაციას. თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო – საქართველო და მოლდოვა ევროპული ოჯახის წევრები იყვნენ“, – განაცხადა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.