"გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას " - სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ხალხს დღესასწაულს ულოცავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას, ახალი წლის დადგომას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული.

"გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას. ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული.
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს - ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი." - წერს სალომე ზურაბიშვილი