პარლამენტმა ამილახვარს, იობაშვილს,ჩაჩიბაიას,ხელაშვილს და კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების" ხუთი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტი რამდენიმე დღის წინ დაიკავა, ამიტომ მან პარლამენტი დატოვა. ნინო იობაშვილი და ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად, ხოლო გიორგი ხელაშვილი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნენ - ეს თანამდებობები კი სადეპუტატო უფლებამოსილებასთან შეუთავსებელია. ირაკლი კოვზანაძემ მანდატის დატოვების საკითხზე განცხადებით კომიტეტს თავად მიმართა.

გადაწყვეტილებას პარლამენტი დღესვე, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.