"სომხეთის მომავალიც წყდება" - მოსაზრება სომხეთიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში შექმნილი ვითარების გავლენა სომხეთზე

„თბილისის ქუჩებში წყდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის მომავალიც“, – განაცხადა პოლიტოლოგმა არეგ კოჩინიანმა “აგენტების კანონის” მიღების წინააღმდეგ ქართული საზოგადოების რეაქციაზე. მისი აზრით, სომხეთის დემოკრატიული მომავალი შეუძლებელია საქართველოს ევროპული მომავლის გარეშე, ვინაიდან ეს ქვეყანა არის „ძირითადი დამაკავშირებელი დასავლეთთან გეოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა განზომილებებით“.

ათასობით ადამიანი თბილისში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.” კანონპროექტის მიხედვით, რეესტრში უცხოური გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არაკომერციული შემოსავლის 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებს. საზოგადოების ზეწოლის შედეგად მმართველმა პარტიამ 9 მარტს კანონი უკან გაიწვია.

პოლიტოლოგი არეგ კოჩინიანი ქართველი ხალხის ბრძოლაზე საუბრობს.

“უკან ნაბიჯი დემოკრატიული, ლიბერალური და ნამდვილი საქართველოდან”

არეგ კოჩინიანის აზრით, ბოლო დრომდე ქართველი ოლიგარქი ცდილობდა ოს სკამზე ერთად მჯდარიყო – ქვეყნის პროდასავლური საზოგადოების დაკმაყოფილება და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება. მისი თქმით, ეს გამოწვეული იყო არა მხოლოდ ქვეყნის მომავლის საფრთხის შიშით, არამედ მისივე „საკმაოდ მნიშვნელოვანი ბიზნესინტერესებითაც“.

ანალიტიკოსი ხედავს პრობლემების ორ შრეს: „პირველი, ოლიგარქიის მცდელობა, დააკმაყოფილოს რუსეთი და მეორე – თავად მართოს ყველაფერი.”

„ამ კანონის მიღების პროცესთან ერთად გადამწყვეტ ფაზაში შედის დემოკრატიის რეგრესი. ახლა დემოკრატიული და პროდასავლური საქართველოს მომავალი მთლიანად ქართული საზოგადოების გამძლეობაზე იქნება დამოკიდებული“, – წერდა ის კანონის გაუქმების წინა დღეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი სომხეთისთვის საქართველოში არსებული ვითარება

კოჩინიანის თქმით, ქართველები იბრძოდნენ არა მხოლოდ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ, არამედ თავისუფლებისთვის. ის აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს არ აქვს დემოკრატიული მომავალი, მაშინ სომხეთისთვის ასეთი მომავლის წარმოდგენა შეუძლებელია.

„დასავლეთი ვერ დაუკავშირდება სომხეთს მთვარიდან და სომხეთი ვერ იქნება თვითკმარი, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო ავტორიტარიზმისა და ანაქრონიზმის ამ ორომტრიალში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

პოლიტოლოგის თქმით, ევრაზიული, რუსული ინტეგრაციული პროცესების ფარგლებში შეუძლებელია „სტაბილური და კარგად ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემის“ აშენება და შენარჩუნება.

 

წყარო:jam-news