რიგგარეშე სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ხვალ, 11:00 საათზე აქცია გაიმართება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

10 მარტს 11.45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, ხოლო 12.00 საათზე კი საგანგებო სხდომა გაიმართება. პარლამენტმა მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანოს და კენჭი უყაროს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. თუ ხელისუფლება პირობას შეასრულებს - კანონი უნდა ჩააგდონ! ამ შემთხვევაში შესრულდება პროცედურა. იმის გამო, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები არ ენდობიან ხელისუფლებას, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მიტინგზე მიღებულია გაფაწყვეტილება: 10 მარტს, 11 საათზე, პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბება აქცია და სწორედ ამ ფონზე მოუწევთ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღება.