სად არის და რა მდგომარეობაშია ნაცემი ზურა ჯაფარიძე - ადვოკატის კომენტარი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

7 მარტს, აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას ფიზიკური დაზიანებები აქვს და სამედიცინო შემოწმება ესაჭიროება.

ზურა და ნიკა მოსიაშვილი ისევ იზოლატორში იმყოფებიან დაკავებულები. მათი დროებითი დაკავების ვადა კიდევ 24 საათით გაახანგრძლივეს -  ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„ვერსია“ დაინტერესდა ზურაბ ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მის ადვოკატს, ვახტანგ ბარამაშვილს ესაუბრა:

_ზურა კვლავ დიღმის მთავარი სამმართველოს იზოლატორში იმყოფება, არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია მის შესახებ,  ჯანმრთელობის შესაბამის მომსახურებას არ უწევენ, თავში აქვს მიღებული ძლიერი დარტყმები. გუშინ ღამე მოვითხოვეთ კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, დღეს 2 საათზე უნდა შევიდე და გავიგო რა ხდება ამაზე, სავარაუდოდ არაფერი არ ექნებათ  გაკეთებული.

ცოტა ხნის წინ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ  19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია დააანონსა.

კობერიძის თქმით, დღევანდელი აქცია იქნება საშუალება, "ვიამაყოთ ერთმანეთით". მისივე თქმით, "პროცესი გაგრძელდება, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად".