ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ჯანმრთელობა და ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ჯანმრთელობა და ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ დაღუპული სამხედროების მისამართით გამოყენებული ტერმინი „საწყალი“ მისი გულწრფელი ემოცია იყო, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს და ამის გამო კრიტიკა გაუგებარია.

"მე მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც უკრაინაში ომობენ, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდად დაბრუნება თავის ოჯახებში, ჩვენთან, საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი გულწრფელი სურვილი“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.