რა შეღავათები განისაზღვრება ახალი პენიტენციური კოდექსით

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორი მნიშვნელოვანი კოდექსი გამოგვაქვს დღეს მთავრობის სხდომაზე, პირველი, მინდავთქვა, ეს არის პენიტენციური კოდექსი და ბატონ რატის მინდა, მადლობა გადავუხადო, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელსხდომაზე განაცხადა.

 

 პრემიერმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რა გამოწვევები არსებობდა პენიტენციურ სისტემაში2012 წლამდე და რა პირობებია ახლა.

 

 აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ შევაფასო ბოლო წლებში განხორციელებულირეფორმები პენიტენციურ სისტემაში - კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ესსისტემა, განსაკუთრებით, ძალიან დიდი გამოწვევები იყო ამ სისტემაში, ადამიანების წამება, მკვლელობები, გაუპატიურება და საშინელებები ხდებოდა და მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანისჯანმრთელობაზე, აი მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთპატარა ოთახში გამოკეტილები, 20 კვ.. საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი, წარმოიდგინეთ, ესაა წამების ტოლფასი ქმედება და ამას ემატებოდა ის უბედურება, რაცხდებოდა წამება, ტანჯვა, ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა და ..,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

 მისივე თქმით, ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორისპენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.

 

 დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობისმიღება, მაგალითად ბატონი რატის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლებადისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით, გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მანამდეც, ქალბატონი თეას დროს, უფრო მანამდეც ძალიანბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ დიდ სიკეთეს და ახლა უკვე ახალი ინიციატივებითშემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ ამ კოდექსს რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ დაიმედი მაქვს, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. აქ არისმთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურისთანამშრომლებისთვის. მაგალითად ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი ნამატის გარდა, მიიღებენ წელთანამსახურების მიხედვით დანამატს, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშნელოვანია მათთვის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.