"ყველამ უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები...“-სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ქარტიაზე"

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ყველამ უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები... არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას "ქართულ ქარტიასა" და პრემიერობის მომავალ კანდიდატთან დაკავშირებით.

მე ვიტყოდი, რომ ვარ პოლიტიკაში. ამაზე მეტად პოლიტიკაში რა უნდა იყოს, პოლიტიკა არ ნიშნავს პირად ამბიციებს, რომ შენ რაღაცა ადგილი გინდა შენთვის... პარტიულ პოლიტიკაშიც ვიყავი წარსულში, არ არის ჩემთვის ეს აუცილებლობა, რომ ვიყო პარტიულ პოლიტიკაში. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ქვეყნისთვის, წყდება ამისი ბედი და აქ არამარტო პრეზიდენტმა, ყველამ უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები. არ არის იმის დრო, რომ დავიწყოთ იმაზე დავა, რომ...

არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. ყველამ ვიცით, რომ მათი შეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსზე, იქნება შეუძლებელი. მე გამოვედი სხვა გეგმით, რომ გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და კონცენტრაცია მოხდეს ქარტიაზე, ეს იქნება ერთადერთი პროგრამა. მაგრამ, დღეს თუ ჩვენ გვინდა, რომ დროში და დროულად მივაღწიოთ ევროკავშირში დაბრუნებას... ხალხს უნდა ნდობა გაუჩნდეს, ხალხის ნდობა დღეს, ეს ჩვენი წარსულის პრობლემა არის. ნდობა არ არსებობს და ეს არ არის მხოლოდ ქართული სენი დღევანდელ დღეს. პოლიტიკური პარტიების მიმართ მთელს მსოფლიოში არის ორმაგი განწყობილება, ამიტომ საჭირო არის, თუ გვინდა გაიმარჯოს ევროპულმა ხაზმა, საჭირო არის ნდობა ყველა ამომრჩეველის. ეს ნდობა გაჩნდება, თუ დაინახავენ მთავრობაში არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, რასაც ჰქვია ექსპერტთა მთავრობა, ტექნიკური მთავრობა...

ეს არის ის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ერთგვარი კრიზისი და შექმნას ის კონსენსუსი... ჩვენ ეს შეგვიძლია... ეს არის გამოხატულება იმისი, რომ ქვეყანაში არის ერთიანობის მუხტი, გაერთიანებისკენ მუხტი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ... აქ არავინ არ ჩაებღაუჭება ადგილებსა და სავარძლებს. ეს ყველაფერი არის 1 წლით... ჩვენი ამოცანა იყო და დავალებაა ხალხის მიერ, რომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავუბრუნდეთ ამ მოკლე ვადაში ევროპის გზას და მე ვთხოვენ ამ პარტიას, რომელი კანონების მიღების შესაძლებლობა გვექნება..., - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.