ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა  წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება.

"დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება. ამაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა დღევანდელ დღეს “, - განაცხადა პრემიერმა.