თენგიზ ცერცვაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში - პრემიერის სამძიმარი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. თენგიზ ცერცვაძე მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.