სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და არ დაგმეს? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ვიზიტი ირანში პოლიტიკური განაცხადი და დასავლეთთან დაშორება, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სამარცხვინო სპეკულაციაა. მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, მსგავსი განცხადებები კეთდება მათ შორის დასავლეთის მხრიდან და სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას.

„რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები? რატომ არ გამოვიდა სომხური „მთავარი არხი“ და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი? რატომ არ გამოვიდნენ სომხური „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და რატომ არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ სომხურ “მთავარ არხს” არ მიუღია ეს დავალება. სომხურ „მთავარ არხს“ და სომხურ ლომჯარიას არ მიუღია ეს დავალება. თქვენ თქვენი რედაქცია გავალებთ, მაგრამ თქვენს რედაქციას ავალებენ საკუთარი პატრონები,“- აღნიშნა პრემიერმა.