რომელ ქვეყნებში გადის საქართველოში წარმოებული პროდუქცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წლიურად 7.2%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 587 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივ ექსპორტს ქვეყნის მთლიან ექსპორტში 44.9%-იანი წილი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტირებული საქონლის ნახევარზე მეტი, საქართველოში წარმოებული არ არის. რეექსპორტში #1 ადგილი ავტომობილებს უჭირავს, რომლის ექსპორტმაც წელს $1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ქართული პროდუქციის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის მეხუთედზე მეტი. საქსტატის მონაცემებით, 7 თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

რუსეთი - $325.8 მლნ;
თურქეთი - $258.9 მლნ;
ჩინეთი - $156.9 მლნ;
სომხეთი - $83.6 მლნ;
აშშ - $81.7 მლნ;
აზერბაიჯანი - $69.3 მლნ;
შვეიცარია - $58.4 მლნ;
უკრაინა - $50.2 მლნ;
ყაზახეთი - $42.8 მლნ;
ბულგარეთი - $38.7 მლნ.
2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%). ათეულში ასევე შედის:

ფეროშენადნობები - $201 მლნ;
ღვინოები - $173.7 მლნ;
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $117 მლნ;
მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $96.8 მლნ;
წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $74.9 მლნ;
აზოტოვანი სასუქები - $73.021 მლნ;
სპირტიანი სასმელები - $65.2 მლნ;
ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $58.3;
მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - $55.4 მლნ;
ელექტროენერგია - $48.6 მლნ.