ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის დროს ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ამ საკითხზე სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის დროს ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ამ საკითხზე სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე არაერთ ოლქში ჩატარდა არჩევნები სატესტო რეჟიმში და ყველას ჰქონდა თავისუფლად, ფარულად ხმის მიცემის საშუალება.

„მილიონი სპეკულაცია იქნება, მაგრამ არ შეიძლება, ამ სპეკულაციებით ხელოვნურად ვაცხოვროთ საზოგადოება. სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. რაც შეეხება აპარატურას, არის კონკრეტული საერთაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული. ჩატარდა აუდიტი, მათ შორის უცხოელების ჩართულობით. ყველაფერი არის აბსოლუტურად გადაკონტროლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.